საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს
ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს
საქართველოს მთავარ პროკურორს
ქ. თბილისის მერს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს
ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერი საქართველოს მოქალაქეები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამო.
90–იანი წლებიდან დღემდე ქვეყანაში მასიურად ნადგურდება ტყის საფარი, იჭრება ხეები, ლიკვიდაცია ხდება სკვერებისა და სარეკრეაციო ზონების (უმეტესწილად, ამ ტერიტორიების გასხვისება ხდება ინვესტორებზე – მშენებლობის განხორციელების მიზნით). დარღვეულია დადგენილი კოეფიციენტები მწვანე საფარის მინიმალური ფართობისა ერთ სულ მოსახლეზე (საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულია 15 კვ.მ ერთ სულ მოსახლეზე), სამართლებრივი სტატუსები ეხსნება



